LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსახლკარო თინეიჯერმა კოლეჯში სწავლისთვის 3 მილიონი დოლარი მოიპოვა

433
_107067725_180cb55a-3c3f-49b6-826b-3bd9a13557f6

უსახლკარო თინეიჯერმა 3 მილიონ დოლარიანი სტიპენდია და 40-ზე მეტ პოპულარულ კოლეჯში სწავლის შესაძლებლობა მოიპოვა.

მემფისელი თუფაქ მოსლი უსახლკაროდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2017 წელს მისი მამა გარდაიცვალა.

ოჯახი ფინანსურ კრიზისში თებერვალში ჩავარდა და საცხოვრებლის შეცვლა მოუწია. მათ უსახლკაროთა თავშესაფარში გადაინაცვლეს.

17 წლის ბიჭს ხშირად მოტელების იატაკზეც ეძინა, თუმცა სტიპენდიის მოპოვების და კოლეჯში ჩაბარებისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია.

„რომ არა ჩემი ოჯახი და მეგობრები, ასევე მასწავლებლები, რომლებიც მომიწოდებნენ რომ გამეგრძელებინა მიზნისკენ სწრაფვა, ამ სიტუაციაში დღეს ნამდვილად არ ვიქნებოდი. მათ მომცეს ძალა, რომ არ დავნებებულიყავი. ახლა საოცარი გრძნობაა, რომ ვხედავ შრომა მიფასდება,“ – ამბობს ის.

სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე თუფაქმა მადლობა გადაუხადა, როგორც სკოლის დირექტორს ასევე ორგანიზაციას, რომელმაც მის ოჯახს კრიზისის პერიოდში დროებითი თავშესაფარი გამოუყო. თავად კი ამ კვირას საკუთარ ბინაში გადავიდა, სადაც სწავლის პერიოდში იცხოვრებს.

მიუხედავად დიდი არჩევანისა, თუფაქმა სასწავლებელი ადგილმდებარეობის მიხედვით შეარჩია. როგორც ამბობს, უნდა ოჯახთან და მეგობრებთან ახლოს იყოს. ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის სწავლას ელექტრო ინჟინერის ფაკულტეტზე იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები