LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი ზურაბიშვილს: პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუასა და სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველით!

189
გფგფგფ

პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუასა და სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველით! ის, რაც მთავრობაში ხდება, უკვე ვიცით! იქ ხალხს სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა არ აინტერესებს – თუ გაინტერესებს, მაშინ სხვაგვარად უნდა მოიქცე! –  ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ზურაბიშვილს პრეზიდენტობა უნდა, ამისთვის აქვს შანსი, ბერკეტები და “პრეზიდენტივით უნდა მოიქცეს“.

„კვალი კი არა, ეს არის „ქართული ოცნების“ შეგნებული მცდელობა, რომ ურჩობის გზაზე დამდგარი პრეზიდენტი მოათვინიეროს, თუმცა თუ პრეზიდენტი კვალზე საუბრობს, მან ის კვალი უნდა გაიხსენოს, რაც ასევე მისი არჩევის დროს შეინიშნებოდა და ძალიან მკაფიო იყო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ შემოვლითი გზით, ვითომ დამოუკიდებელი პრეზიდენტი სცენაზე შემოიყვანა. თავის პერსონალურ ავტორიტეტსა და ძალაუფლებაზე მან მაშინ თქვა უარი. მაშინ შეეგუა ამას, როცა ბილბორდებიდან მისი პორტრეტები ჩამოხსნეს და თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები გაეკვრნენ. მაშინ ვერ დაინახა, საით მიდიოდა საქმე? ამან შეასუსტა და იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რაშიც ახლა იმყოფება. ახლა აქეთ შემოგვჩივის – მიშველეთ, ხან იმას არ მეუბნებიან, პრეზიდენტი როცა ჩამოდის, პროტოკოლის დარღვევით ხან მეპატიჟებინ, ხან არ მეპატიჟებიან, ხან მიტინგებზე მიტინგებს მიწყობენ და ასე შემდეგ.

ჩვენ ეს პრეზიდენტზე უკეთ ვიცით, მაგრამ, პრეზიდენტო, შენ რას აკეთებ ასე რომ არ მოხდეს? პრეზიდენტო, შენგან მეტ ჭკუას – სახელმწიფოებრივ სიბრძნეს ველოდებით. მთავრობაში რაც ხდება, ეს უკვე ვიცით. იქ ხალხს სახელმწიფო და სახელმწიფოებრიობა არ აინტერესებთ – თუ გაინტერესებს, მაშინ სხვგვარად უნდა მოიქცე. ამ სხვანაირად მოქვევაში შეწყალების აქტზე ხვალვე ხელმოწერა არ იგულოსხმება. თუ მას პრეზიდენტობა უნდა, ამისთვის აქვს დრო, შანსი, ბერკეტები და პრეზიდენტივით უნდა მოიქცეს. თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბულინგის მსხვერპლია, ნიშნავს, რომ ვერ უმკლავდება ძალიან მაღალ თანამდებობასა და პასუხისმგებლობას და სახლში უნდა წახვიდე. სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა არის სწორი, სამართლებრივი, პოლიტიკური და ადამიანური გამოსავალი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ხატია დეკანოიძე: ზურაბიშვილს „ოცნების“ წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g