„ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დავიცავ,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აცხადებს.
აღნიშნულის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს – დავიცავ.
ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ თუ მიშა ვერ გადარჩა. იმედია”,- წერს ხატია დეკანოიძე.