LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკეთთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება

97

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ჯამშიდ ა. ხოდჟაევს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი შეეხო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებისა და ვაზის ჯიშების გამოყვანაში სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებს.

ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეგობარ ქვეყნებთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში აგრარული დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ჯამშიდ ა. ხოდჟაევმა აღნიშნა, რომ საქართველოში აგრარულ დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და, შესაბამისად, თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები