LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესის მოსამართლეობის ყველა კანდიდატი ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება – გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ის ესაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს და მზად არიან პარლამენტის მიერ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარონ. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ 10-კაციან სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს პარლამენტს გადაუგზავნა.

“შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა”, — განაცხადა მიქაუტაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ისინი მზად არიან ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გაიარონ დაწესებული კრიტერიუმები.

“ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი”, — განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები