LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველას, წერეთლისა და ქეთევან წამებულის გამზირების რეაბილიტაცია იგეგმება – კალაძის “თვალშისაცემი პროექტები” იწყება

242
81559639-3223275277689050-5722196318714068992-o

დედაქალაქის მერიაში ტრადიციული მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც კახი კალაძემ 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მერიის მთავარი პრიორიტეტი წელსაც ქალაქის ინფრასტუქტურა იქნება. დღევანდელ სხდომაზე მერმა კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა. მერია ქეთევან წამებულის,  წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და მარშალ გელოვანის გამზირების რეაბილიტაციას გეგმავს. კალაძის თქმით, ბაგებისა და საბურთალოს ქუჩა ერთმანეთს, საფეხმავლო ხიდის გარდა, საავტომობილი ხიდითაც დაუკავშირდება.

“ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე დაგეგმილია საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციას საჭიროებს. დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ. საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოსაწყობად იქნება სამუშაო. ვეფხი და მოყმის ძეგლთან გვინდა ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების გაკეთება, გვირაბებითა და პანდუსებით ისე, რომ შუქნიშანი საჭირო არ იყოს. საბურთალოს რაიონში ბაგებისა და უნივესიტეტის ქუჩას შორის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მოწყობა იგეგმება, დაახლოებით, იმ ადგილას, სადაც დღეს საფეხმავლო ხიდია. სწორედ ამ ხიდთან ახლოს განხორციელდება ეს პროეტი. ამ პროექტების რეაბილიტაციას ისე გადავანაწილებთ რომ ის დისკომფორტი, რასაც ასეთი სამუშაოები იწვევს შევამსუბუქოდ”, – განაცხადა კახი კალაძემ.

“დაიბარეთ კომპანია დღესვე, სამუშაოები განახორციელოს თავიდან” – კახი კალაძეს გულზე შემოეყარა

კალაძის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს დიდი თანხები დაიხარჯება და პროექტები, რომლებიც განხორციელდება, თვალშისაცემი იქნება თბილისელებისთვის.

„პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, ისე რომ ამ სამუშაობით გამოწვეული დისკომფორტი შევამსუბუქოთ და კოლაფსი არ გამოვიწვიოთ”, – აღნიშნა მერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g