LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს

362
tamilalapanashvili2

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა. ექიმის ოჯახი ასევე მოითხოვს უწყებათაშორისი კომისიის შექმნას, რომელშიც თავად და ოჯახის მეგობრებიც შევლენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მომდევნო სასამართლო 20 დეკემბერს გაიმართება

“საჭიროა, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელშიც უნდა შევიდნენ ჩვენი ოჯახის წევრებიც. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი, შედეგი არ გვაქვს“,-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ კვირას აქციაც დააანონსა და მოაქლაქეებს, რომლებსაც გული შესტკივათ ვაჟა ექიმზე მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

„თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან, თეთრი ხალათებით, მშვიდობიანად, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო. კიდევ ერთი, მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე. ის, რომ ანაბნის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა, მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში ტყვე ექიმის უფლება და ვნახოთ ხვალ, ვის ეზეიმება და ვის არა“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

თამილა ლაფანაშვილმა  საერთაშორისო წითელ ჯვარს გააქტიურებისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში არის ტანსაცმლისა და საკვების პრობლემა.

“ასე უპატროონდ არ უნდა იყოს ადამიანი მიტოვებული“,-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები