LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის მომდევნო სასამართლო 20 დეკემბერს გაიმართება

131
3058b6e79619e0d079ec84bf2dae8cc8-XL

ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ცხინვალის ე.წ. სასამართლოში სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ამბობს, ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ საზღვარს არ აღიარებს, რის გამოც ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პატიმრობაში დატოვეს. დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

“ზოგადად, არ აღიარებს ე.წ. საზღვარს და ამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას. დღესაც იგივე პოზიციაზეა. ადვოკატმა პატიმრობიდან მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე მოითხოვნილ იქნა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა, რაც არ დაკმაყოფილდა. ის რჩება პატიმრობაში ცხინვალის იზოლატორში. შემდეგი ე.წ. სხდომა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული“,-განაცხადა დავით ასათიანმა.

სასამართლოს გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს” – ირინა გაფრინდაშვილი

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწილისა, ოკუპირებულმა სასამართლომ ქართველი ექიმი მაინც არ გაათავისუფლა.

ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები