LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კალოიანი: საკითხის რადიკალური გადაწყვეტა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია – დღეს მოვისმინეთ გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის

61
ვახტანგ კალოიანი

„ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას არანაირი ეფექტი არ ექნება, თუ არ მოიცვა ყველა რისკ-ჯგუფი: სასწავლო დაწესებულებები, ტრანსპორტი და ა.შ,“ – ამ განცხადებით „ევროპული საქართველოს“ წევრი, ვახტანგ კალოიანი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ვახტანგ კალოიანის შეფასებით, დღეს მოვისმინეთ გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის.

მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

„ამას არ ექნება არანაირი ეფექტი თუ არ მოიცვა ყველა რისკ-ჯგუფი: სასწავლო დაწესებულებები, ტრანსპორტი და ა.შ. საკითხის რადიკალური გადაწყვეტა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია, რომელსაც სჭირდება აქტიური, საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია და მობილური ჯგუფების აქტიური ჩართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და სამწუხაროდ ამის შესაბამისად გაიზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც”, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ობიექტები, სადაც „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ მოხვდებით