ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტი მოდის შესახებ Fuckingyoung თბილისში, ვაკის პარკში გადაღებულ ფოტოსესიას აქვეყნებს. სტატიას ქართულად აწერია: „ვაკის პარკი“. ფოტოები Adriano.B-ს ეკუთვნის. ფოტოსესიაში მონაწილეობას, სხვებთან ერთად, „მასტერშეფის“ მონაწილე, პიტოც არის გადაღებული.
ფოტოსესია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებშია გადაღებული, როცა თბილისს არაერთი მოდის ბლოგერი და ჟურნალისტი ესტუმრა.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში, მოდის კვირეულის ფარგლებში, ანუკი არეშიძის ჩვენება გაიმართა.