LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი ზალუჟნი: ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად – ბრძოლაში ჩნდება ერი

160
BeFunky-collage (1)

ჩვენ ომი არ აგვირჩევია, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ, ღმერთია ჩვენს მხარეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

„დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს” – აღნიშნავს ზალუჟნი სადღესასწაულო მილოცვაში.

„ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად.

ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი გახდეს”, – წერს ზალუჟნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები