LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევაა: არსებობს სხვა დაავადებებიც, რომელთა მართვაც შეგვიძლია – პაატა იმნაძე

169
Capture

“იმედი მაქვს, ეს დაავადებაც, როგორც ბევრი სხვა, მართვადი გახდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად მსოფლიო არნახულად მობილიზებულია, და ამაში წვლილი შესაძლოა ქართველმაც შეიტანოს.

“დღეს, როდესაც დედამიწა ახალი პანდემიის წინაშე დგას, არნახულად მოხდა ტექნოლოგიების მობილიზება იმისათვის, რომ დროულად შეიქმნას ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ. ამაში წვლილი შესაძლოა ჩვენი ცენტრის აღზრდილმა, გიორგი ბაბუაძემაც შეიტანოს”, – აცხადებს იმნაძე.

პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას ცდილობს, გვავიწყდება, რომ არსებობს სხვა დაავადებებიც, რომელთა მართვაც ვაქცინაციით უკვე შეგვიძლია.

“აცრები ბავშვებში უნდა გაგრძელდეს კოვიდის პირობებშიც” – ამირან გამყრელიძე

“მიუხედავდ იმისა, რომ კაცობრიობამ ასეთი პროგრესი განიცადა, თითქოს დავრჩით უიარაღოდ და იმ მეთოდებს ვიყენებთ (დისტანციას, იზოლაციას), რასაც მრავალი წლის წინ იყენებდნენ სხვადასხვა გადამდები დაავადების წინააღმდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ კაცობრიობა შეძლებს გარღვევას და ეს დაავადებაც, როგორც ბევრი სხვა გახდება მართვადი. უნდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც სამედიცინო აზრს შეუქმნია. და დღეს, როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი არსებობს კიდევ სხვა დაავადებებიც, რომელთა მართვა ადამიანებს შეუძლიათ. ვაქცინაცია არის კაცობირობის მომავალი”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

magti 5g