ექიმი ანესთეიზოლოგი-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საზოგადოებას ვაქცინის გაკეთებისკენ და კოვიდვირუსის გავრცელების შესაკავებლად ერთ-ერთი მთავარი იარაღის ნიღბის ტარებისკენ მოუწოდებს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
✅დაახლოებით 3 კვირის წინ ავცერი ჩემი ოჯახის წევრები, გრიპის საწინააღმდეგო 3 კომპონენტიანი ვაქცინით, დღეს ავიცერი მე, როგორც რისკ-ჯგუფი – 4 კომპონენტიანით.
✅დილის 9 საათიდან მიკეთია 2 ნიღაბი:
?N95 და მისი დაბინძურებისგან დასაცავად ჩვეულებრივი, ქირურგიული ნიღაბი, რომლის გაკეთებასაც აპროტესტებს ბევრი თქვენგანი, ქირურგიული ნიღაბი, რომელიც 2003 წლიდან ჩემი უცვლელი “მეგობარია”.
⚠აქედან დასკვნა:
➡ვაქცინაცია რომ იყოს საფრთხის შემცველი არ ავცრიდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასს-შვილებს და არ ავიცრებოდი მეც❗
➡ნიღაბი, რომ არ მიცავდეს და იცავდეს სხვებს არ გავიკეთებდი, არასდროს❗
➡ნიღაბი რომ კლავდეს, მკვდარი ვიქნებოდი დიდი ხნით ადრე!
P.S ჩემი ინფორმაციით, ვაქცინაციის კაბინეტებს ვაქსიგრიპი ექნებათ რამდენიმე დღეში, არა რისკ-ჯგუფებისთვისაც!- წერს ანი ქავთარაძე.