LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის დაწყებამდე, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ – ვისრუსის გავრცელებამ არ უნდა გვაიძულოს შეზღუდვები დავაბრუნოთ: პრემიერ-მინისტრი 

67
ირაკლი-ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ყურადღება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე გაამახვილა და მოსახლეობას მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდა. პრემიერის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პირბადის ტარების შემთხვევების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ მოხსნილი შეზღუდვების კვლავ დაბრუნება არ მოგვიწიოს.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში დინამიკას ვაკვირდებთ და შემთხვევების მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება, რეკომენდაციების უგულებელყოფა.

ბოლო დღეების განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას თხოვნით მივმართო – ეს ელემენტარული, მარტივი წესი ყველამ დავიცვათ, იმისთვის, რომ ქვეყანაში მესამე ტალღის განვითარება არ დავუშვათ,” – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ის ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებთან მოლაპარაკების პროცესში ინტენსიურადაა ჩართული და “ძალიან მალე ჩვენ ვაქცინაციის პირველ პარტიას ველოდებით.”

“იცით, რომ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული როგორც უშუალოდ ვაქცინის მწარმოებელ, ისე პარტნიორ ქვეყნებთან – ძალიან მალე, ჩვენ ვაქცინის პირველ პარტიას ველოდებით. ვაქცინაციის დაწყებამდე კი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ.