LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინების ასეთი განაწილება ყოვლად მიუღებელია: გაეროს გენერალური მდივანი წარმოების გაზრდას ითხოვს

97
Untitled design (2)

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ კოვიდვაქცინების გლობალური გადანაწილება სრულიად მიუღებელია და წარმოების გაზრდას ითხოვს.

ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ მიწოდების გაზრდა და განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის დოზების სამართლიანი გადანაწილება, უმნიშვნელოვანესია სამყაროსთვის, რომელიც პანდემიის ახალ-ახალ ტალღებს ებრძვის.

“იზრდება ვირუსის მუტაციები და ახალი ვარიანტების კიდევ უფრო გავრცელების რისკები, რადგან განვითარებულ ქვეყნებს კორონავირუსი მოედო, როგორც ცეცხლი. აბსოლუტურად მიუღებელია ცხოვრება მსოფლიოში, სადაც განვითარებულ ქვეყნებს საშუალება აქვთ, მოსახლეობის უმეტესობა აცრას, ხოლო ბევრ განვითარებად ქვეყანას ერთი დოზაც კი არ აქვს.” – განაცხადა გუტერეშმა გუშინ, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მდიდარმა ქვეყანამ მოახლეობის უმრავლესობა აცრა, რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინის საკმარისი მარაგი უზრუნველყო, კრიზისულ ვითარებაზე საუბრის დროს კი ინდოეთი დაასახელა და თქვა, რომ ვაქცინის დეფიციტი და ჟანგბადის აპარატების არასაკმარისი რაოდენობა ამძაფრებს ვირუსის მორიგ ტალღას.

“საავადმყოფოები და მორგები გადავსებულია, ინფიცირებულების ოჯახები მედიკამენტებისა და ჟანგბადის მოპოვებას ცდილობენ. ასე რომ ახლა ჩვენი მთავარი ინტერესია – ვაქცინირებული იყოს ყველა. ჩვენ გვჯერა, რომ ორი რამ გვჭირდება: მსოფლიოში ვაქცინების წარმოების გაორმაგება და ამავდროულად, ვაქცინების უფრო სამართლიანი განაწილება.” – თქვა გუტერესმა.

მსოფლიო კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 161 მილიონს გადააჭარბა.

Worldometers-ზე დღეს მონაცემები ასე გამოიყურება: პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დაინფიცირდა 161 099 575 ადამიანი. გარდაიცვალა 3 345 646 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 138 920 796 ადამიანი.

ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ აშშ რჩება – 33 586 136 დაავადებულითა და 597 785 გარდაცვლილით, მეორე ადგილზე კი ინდოეთია – 23 703 665 ინფიცირებულითა და 258 351 ლეტალური შემთხვევით.