LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვარკეთილი აქამდე რომ ვერ გავაკეთეთ, ეს ჩვენი სირცხვილია” – კახი კალაძე

349
20180814152002

თბილისის მერიაში მათვრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც კახი კალაძემ 2020 წლისთვის დაგეგმილ ინფრასტუქტურულ და სარეაბილიტაციო პროექტებზე ისაუბრა. მერის განცხადებით, მიმდინარე წელს მეტი ყურადღება დაეთმობა მეტროსადგურებს და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებს. მისი თქმით, პროექტი, რომელიც მოიცავს დედაქალაქის მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, უკვე მზად არის და მხოლოდ ვიზუალური მხარე დარჩა მოსაგვარებელი.

“ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომელიც გულისხმობს მეტროსადგურების მოწესრიგებას. იცით, რომ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. დაგეგმილია რამდენიმე ათეული ვაგონის დამატება და ძველის მთლიანად სეცვლა. ვახორციელებთ სადგურების თანამედროვე ინფრასტრუქტურით განახლებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, მოხდება იმ კომპანიებთან მოლაპარაკება და შემდგომ შეთანხმება, ვინც უშუალოდ მუშაობს დიზაინზე. კვლევები, რაც საჭირო იყო, აქამდე უკვე გაკეთებული, მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კომპანიებთან მოლაპარაკება და შეთანხმება რჩება”, – განაცხადა კახი კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად მეტროსადგურ “ვარკეთილს”, მერმა აღნიშნა, რომ დღეს მერიას აქვს სრულყოფილი პროექტი და რაც 2 წლის წინ არასრულფასოვანმა სამუშაომ გამოიწვია, შემდგომში აღარ განმეორდება. კონკრეტულად კი საქმე ეხება მეტროსადგურ “ვარკეთილს”, როცა ჭერი ჩამოინგრა.

“ვარკეთილი აქამდე რომ ვერ გავაკეთეთ, ეს ჩვენი სირცხვილია”, – აღნიშნა მერმა.

ვარკეთილის მეტრო ნგრევისთვის იყო განწირული – მუშა, რომელიც ხარვეზებზე საუბრობს, პოლიციაში დაიბარეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g