„დადგება დრო, როცა კობახიძესაც, ღარიბაშვილსაც ძალიან ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს – ტყუილებს ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელი“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მათ ცრუ ბრალდებებზე ბოდიშის მოხდა, მათ შორის, ოპონენტებისთვისაც მოუწევთ.

„მათ მოუწევს ბოდიშის მოხდა ევროპელი პარტნიორებისთვის მართლაც ცილისმწამებლური თავდასხმების გამო, მათ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ბევრი ტყუილის გამო, რაც აკადრეს საზოგადოებას, მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩვენთან პოლიტიკურ ოპონენტებთან იმ ბევრ ტყუილზე, რომელსაც გვაბრალებდნენ და რომელსაც ფარდა აეხადა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებდით რომ მიგვეღო სტატუსი. ამის დადასტურებაა „ალდეს“ რეზოლუცია ჩვენს მიერ ინიცირებული,“– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას  არ აპირებს, ხოლო რა გეგმა აქვს ოპოზიციას, ამას ხალხი 24 ივნისს აქციაზე მოისმენს.  ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ „სანქცირება ივანიშვილის გარდა შეეხება კიდევ ბევრ სხვა პირს“.

„ვის და როგორ, ამაზე მუშაობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არ გამოვრიცხავ მოსამართლეებთან და სხვა პირებთან მიმართებით ამას.“– განაცხადა ვაშაძემ.

პრემიერი – როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე? – ხართ სააკაშვილის დაქირავებული პარტია და პასუხი გაეცით ხალხს

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები