LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე? – ხართ სააკაშვილის დაქირავებული პარტია და პასუხი გაეცით ხალხს

313
BeFunky-collage (10)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს მიმართა, რომელმაც დღეს მთავრობის მეთაურისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია, არის ბიძინა ივანიშვილი.

„რა გნებავთ, ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ? დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ, თქვენ კარგად იცით ყველაფერი, რომ ეს არის ტყუილი.

თქვენ ახსენებთ ბატონ ივანიშვილს და საერთოდ როგორ ბედავთ და ახსენებთ ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე? რა კონტექსტი ახსენებთ და როგორ ბედავთ, რომ ამ ადამიანის გვარს ახსენებთ ისე, რომ არავითარი არგუმენტი გაქვთ, რომ ეს ადამიანი თურმე ყოფილა ევროპის მთავარი პრობლემა.რა ევროპა, ეს არის თქვენი და „ნაცების“ დასკვნა.

დასკვნა კი არა, ეს არის მომზადებული უსამართლო რეზოლუცია, რომელიც თქვენი და თქვენ მიერ მოსყიდული ლობისტების მომზადებულია. თქვენც იქ ხართ. მეგონა, რომ გამოეყავით „ნაციონალურ მოძრაობას“, თურმე ხართ მუდმივი წევრი, ამიტომ თქვით, რომ არ ხართ ცალკე პარტია, ხართ სააკაშვილის დაქირავებული პარტია და პასუხი გაეცით ხალხს. რა დეოლიგარქიზაცია ლაპარაკობთ? თქვენგან არ მომისმენია არცერთი კრიტიკა. თქვენ თუ ამბობთ, რომ ხართ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი, ჯანსაღი ახალი პარტია, გამოდით და გააკრიტიკეთ კეზერაშვილის კორუფციული და ოლიგარქიული ქმედებები. რატომ არ გამოდიხართ? თქვენ თუ სიმართლის მხარეს ხართ, გამოდით და ილაპარაკეთ სიმართლე. ტყუილების ლაპარაკს თავი დაანებეთ. სწორედ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიტანა ასოცირების შეთანხმებაც, [ევროპასთან] თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა. ეს ელაპარაკეთ ხალხს, უფრო მეტად დაგაფასებენ. სიმართლე ილაპარაკეთ და ამას მიეჩვიეთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები