“ვაშაძემ ჰალსტუხი „აახია“ და კუჭავამ თანამდებობა“, – ასე ეხმაურება პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.
ცნობისთვის, მანამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ თალაკვაძეს ლამის ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„კინაღამ ჰალსტუხი მოვახიე არჩილ თალაკვაძეს და კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. “ქართულმა ოცნებამ” სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს.