LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, ახლა კომპრომისის დროა – კრისტიან დანიელსონი

80
kristian-danielsoni-w-h

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა. დანიელსონი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებას მიაღწევს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებში ჩართული ორივე მხარე კომპრომისზე წავიდეს.

ძალიან მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ველი თანამშრომლობას პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, რათა დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას და დაასრულონ პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება, კომპრომისი აჩვენებს, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელმა პირველი ვიზიტის დროს ცალკ-ცალკე გამართა შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. ასევე, მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორისაც შედგა, თუმცა პროცესი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

პოპულალურები