LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით 300 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას, ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში – დავითაშვილი

49
ShowGalleryPhoto

„სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში გამოყოფილია 100 მლნ ლარი. ეს არის საკმაოდ დიდი რიცხვი, მაგრამ აუცილებელი საჭიროება იმისათვის, რომ ღვინის სექტორის სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები შევინარჩუნოთ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მათავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, წელს საკმაოდ კარგი ხარისხის მოსავალს ელოდებიან. „წელს ველოდებით, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის ინდუსტრიულად გადამუშავებას. ეს იქნება მორიგი რეკორდი დამოუკიდებლობის პირობებში, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში უნდა გავზარდოთ ექსპორტი, გავასამმაგოთ, რაც 10 წლიან გეგმაშიც წარმოვადგინეთ, საჭიროა სანედლეულო ბაზის ზრდა და ქვეყანში ვენახების გაშენების ტენდენციის და ახალი წარმოებების შექმნის გაგრძელება. სწორედ ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწვეტილებაა წელსაც ჩავერიოთ, დავაბალანსოთ, კოვიდის შედეგები შევუმსუბუქოთ, როგორც მევენახე-ფერმერებს, ისე ღვინის საწარმოებს, იმისთვის, რომ დარგის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ მომავალი წლებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ორგანიზებულად ჩატარდეს რთველის პროცესი.

„თითქმის ყველა ფერმერთან გვქონდა კომუნიკაცია. 2014 წლიდან დაწყებული გვაქვს ვენახების ელექტრონული პასპორტიზაცია. ეს არის ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. მიმდინარე წელს, კახეთის და რაჭა-ლეჩხუმის მთელი რეგიონი დაფარული იქნება ელექტორნული პასპორტებით, ანუ გვექნება ზუსტი მონაცემები თთოეულ ვენახში არსებული სიტუაციის შესახებ და, შესაბამისად, გვექნება სრული ინფორმაცია მოსავლიანობაზე, რათა ქართულ ღვინოში მიკვლევადობის ხარისხი, რაც შემდგომში სანდოობას განაპირობებს, იყოს მაქსიმალურად მაღალ დონეზე. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებულად კარგად ორგანიზებული იქნება მიმდინარე წლის რთველი”, – განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები