LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ აგნებდნენ პოლიციის განყოფილებას – ლომჯარია მელიას დაკავების სახალისო დეტალს ყვება

180
lomjaria nika

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია საპატიმროში მოინახულა.

მოგვიანებით, ლომჯარიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თავს მხნედ გრძნობს და მასთან შეხვედრისას კურიოზიც კი გაიხსენა, რომელიც დაკავებისას გადახდა.

„ერთი შემთხვევა გაიხსენა ნიკამ, როდესაც ის დააკავეს, როგორც მან მითხრა, სავარაუდოდ, ის ადამიანები, რომლებმაც დააკავეს არ იყვნენ ადგილობრივები და ძალიან გაუჭირდათ გაგნება. ხუმრობდნენ იმაზეც, რომ არ იცოდნენ. სავარაუდოდ იყვნენ სხვა ქალაქებიდან ჩამოყვანილი, იმიტომ, რომ ცოტა კურიოზულ შემთხვევებს ქონდა ადგილიო ყვებოდა ნიკა ამ საუბარში. ვერ აგნებდნენ პოლიციის განყოფილებას”.  – ამბობს ნინო ლომჯარია „პოლიტმეტრთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ამგვარი მოვლენები ხდება პუტინის რუსეთში, ლუკაშენკოს ბელარუსში – როგორ ეხმაურებიან მელიას დაკავებას საერთაშორისო პარტნიორები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g