LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ არიან კარგად – ამით შეიძლება შეფასდეს მათი ბელადი“ – ზარქუა ზარქუა სააკაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე

152
ზარქუა და მიშა

„ვერ არიან კარგად – ამით შეიძლება შეფასდეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი“, – ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მზაობას, ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში და მოსახლეობის პოზიციები მოისმინოს.

ზარქუა ექსპრეზიდენტს შეახსენებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართულობას კრძალავს.

ვიდეო: „თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე რომ goodbye my darling“ - ზარქუა აშშ-ის ელჩს

„ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და სამჯერ, ოთხჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ“ - ამბობს ზარქუა.

„მისცენ ერთი კონსტიტუცია და წააკითხონ, საქართველოს მოქალაქე არ არის სააკაშვილი და კეთილი ინებოს და ამ ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს. ეს გოგო მეცოდება, ჯაფარიძის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ახლა დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის.

ამ დროს სააკაშვილი ნიშნავს თავის წარმომადგენლად ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო, არ ვიცი, რაზე უნდა ელაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ საზოგადოებას – ხედავთ რასთან გვაქვს საქმე? – ასეთი ხელმოცარულები, რომლებიც ვერ გარკვეულან, მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან და სამივე ალბათ თავის პლატფორმაზე.

ხვალიდან ვიწყებ „გამარჯვების კამპანიას“, მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას – სოფო ჯაფარიძე

დაუჯერეთ, სოფო ჯაფარიძეს, იმიტომ, რომ სააკაშვილის წარმომადგენელია, რომელიც არალეგიტიმურია საარჩევნო პროცესში რომ იყოს ჩართული ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოუვიდეთ ამ ხელმოცარულებს“. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები