LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალიდან ვიწყებ „გამარჯვების კამპანიას“, მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას – სოფო ჯაფარიძე

352
ფორტუნა - 2023-08-21T113552.566

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სოფო ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ კლინიკა „ვივა მედთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.

„ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და ამ თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის აი, აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის.

ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი.

სააკაშვილი: „ვთხოვე სოფო ჯაფარიძეს გახდეს ჩემი წარმომადგენელი შინ თუ გარეთ.. პირადად ჩემი განცხადებები მან გაავრცელოს..“

მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რომელშიც ჩართულია თავად მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება ასეც ითქვას.

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები