LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ ვგრძნობ, რომ გიორგი ჩემი სიძეა..“, „ალბათ, უკეთესს ვერ ინატრებ ადამიანი“ – როგორ გააცნო გიორგი გასვიანმა საზოგადოებას მეუღლის მშობლები და რას ამბობს მარიტა მელიქიშვილის ოჯახი მსახიობზე

781
BeFunky-collage (1)

12 სექტემბერს გიორგი გასვიანის ვაჟი, გალა გასვიანი მოინათლა. ნათლობა კავთისხევში, ღია ცის ქვეშ შედგა.

სოციალურ ქსელში ამ დრომდე პატარა გალას ნათლობიდან არაერთი ფოტო, თუ ვიდეო გავრცელდა.

ფოტო/ვიდეო: პატარა გალა მოინათლა, ამ დღის აღსანიშნავად მშობლებმა წვეულება ღია ცის ქვეშ გამართეს

ფოტოები გალა გასვიანის ნათლობიდან: „მადლობა ნათლიებს, მეგობრებს და ყველა ადამიანს, ვინც გაიზიარა და მოგვილოცა გალას გაქრისტიანება…“

გალა გასვიანი საკუთარ ნათლობაზე ანცობს – ახალი ფოტოები წვეულებიდან

აღსანიშნავია, რომ გადაცემამ “სიკეთე მარტივია” გალას ნათლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი, სადაც გიორგი გასვიანმა საზოგადოებას მეუღლის, მარიტა მელიქიშვილის მშობლები გააცნო.

გთავაზობთ, გადაცემიდან ამონარიდს მათი ინტერვიუდან:

„კი ხედავთ ჩემს [სიდედრს] ახალგაზრდა, ულამაზესი, მშვენიერია, სხვა რა გითხრათ, საოცარი და არაჩვეულებრივი ოჯახია. ხან ჩვენ მივდივართ მათთან, ხან ისინი მოდიან. ზაფხულშიც ერთად ვისვენებდით, ასე ვთქვათ, ერთ ტერიტორიაზე, ძალიან გვეხმარებიან ბექა და ნათია.

ასევე, არ შეიძლება არ ვახსენო, მარიტას ძალიან საყვარელი ბებია ჰყავს, ქალბატონო მარინა“, – თქვა გიორგი გასვიანმა.

 

??️ გალაკტიონ გასვიანის ნათლობა

?‼?,,ძალიან გვეხმარებიან ბექა და ნათია, “- გიორგი გასვიანის ახალგაზრდა სიდედრ-სიმამრი გალას ნათლობაზე, კამერებთან პირველად გამოჩნდნენ

გასაცემის ავტორი: Meriko Kartozia

Posted by სიკეთე მარტივია • Sikete Martivia on პარასკევი, 16 სექტემბერი, 2022

 

„რაღაც ვერ ვგრძნობ, რომ გიორგი ჩემი სიძეა. მარიტამ, პირველად რომ გვითხრა, გიორგი გასვიანი შემიყვარდაო, ცოტა ისეთი ემოცია იყო, თუმცა გიორგი რომ გავიცანი, ძალიან დავმშვიდდი, დავწყნარდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

გალამ მართლა ყველაფერი დამავიწყა“,- ამბობს მარიტა მელიქიშვილის დედა.

„პირველ რიგში, მეგობრები ვართ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა და ყველა ერთად ბედნიერად ვართ“, – აღნიშნა მარიტა მელიქიშვილის მამამ.

„მარიტამ, რომ გამაცნო გიორგი, არ ვიცი, ალბათ, უკეთესს ვერ ინატრებ ადამიანი.

გიორგის ტელევიზიიდან ვიცნობდი და სხვათა შორის, ყოველთვის მომწონდა, როგორც კარგად აღზრდილი ქართველი ვაჟკაცი, რაც ჩემი სიძე გახდა, შვილივით შემიყვარდა“, – თქვა მარიტას ბებიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g