LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერავინ იტყოდა, რომ ამხელა ფეხბურთს ითამაშებდა, არ იყო გამორჩეული, უბრალოდ იყო ძალისმიერი და შრომისმოყვარე” – “ხიზანა” კახა კალაძეზე

745
კალაძეე

ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვინ არის? – ამ კითხვას ფეხბურთელმა ზურა ხიზანიშვილმა გადაცემაში “ნოესთან” უპასუხა.

“უდაოდ კახა კალაძე, თავისი ტიტულებით და ნიჭით. ინგლისში მივხვდი რა არის ნიჭიერება, ნიჭიერია ადამიანი, ვისაც შრომა უყვარს და ასახავს კახას ცხოვრებას. სამტრედიაში იყო მამაჩემი მთავარი მწვრთნელი, იქ თამაშობდა კახა, მე პატარა ვიყავი და კახასთან სახლშიც ვრჩებოდი. ჩვეულებრივად, მებრძოლი ფეხბურთელი იყო, ვერავინ ვერ იტყოდა, რომ ამხელა ფეხბურთს ითამაშებდა, განა იმიტომ რომ ვიღაც ყურადღებას არ აქცევდა, არა, ტიპაჟი იყო კახა ისეთი, არ იყო გამორჩეული, უბრალოდ იყო ძალისმიერი და შრომისმოყვარე”, – ამბობს ხიზანიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები