პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბადრი ბასიშვილი წერს, რომ ტოვებს პარტიის პოლიტიკურ საბჭოს.
მისი თქმით, საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილება და სტრუქტურის რეორგანიზაცია.
იგეგმება თუ არა ნიკა მელიას გადაყენება – ანა წითლიძის განმარტება
„ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი. ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა.
ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი! ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა…
Posted by Badri Basishvili on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022
საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა, “- წერს ის.