LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვნახე უვადო კოვიდპასპორტის გაცემის პრეცედენტი: ბიძინა კულუმბეგოვი განმარტებებს ითხოვს

373
ბიძინა კულუმბეგოვი

ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი, არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვნახე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, პანდემია პოლიტიკური პროცესის მძევალი არ უნდა გახდეს.

“ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, როგორც ჩუტყვავილასა და წითელას გადატანის შემდეგ, რომ ადამიანი არ ხდება არასოდეს ავად. შორს, რომ არ წავიდეთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ მეორედ ინფიცირებული ადამიანების რიცხვი საქართველოში უკვე 5 ათასს აღწევს.

პანდემია არ უნდა გახდეს მძევალი პოლიტიკური პროცესის, თორემ ეს აზარალებს ადამიანებს. რაღაც ეტაპზე ამის წინაშე სულ ვიდექით, არჩევნების საკითხი, შეიძლებოდა რაღაც რეგიონის ადრე ჩაკეტვა და არ მოხდა, სულ იგრძნობოდა ეს, რომ პოლიტიკური ინტერესები უფრო იყო წამყვანი ამ პროცესის. განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის უბრალოდ მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, მისი თქმით, ვერ იტყვის „მწვანე პასპორტს” იმუნიზაციის პროცესზე რა გავლენა ექნება.

“შეიძლება, ეს იყოს 5 ან 10- პროცენტიანი მიხმარება და მეტი არ იქნება იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 50% უკვე იმუნურია, ან გადატანილი აქვს, ან აცრილია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები