მომღერალი ვერიკო ტურაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრების მიერ გამოვლილ დღეებზე წერს. ვერიკო აქცენტს აკეთებს აცრის მნიშვნელობაზე მათი გამოჯანმრთელების პროცესში და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ მომღერლის პოსტს:
„ერთი თვის წინ ჩემი მშობლები დაინფიცირდნენ covid-ით. დედას აცრა ჰქონდა გაკეთებული და მამა აცრიდან გაგვექცა ამდენი დეზინფორმაციის კითხვით და სმენით. ნუ, შედეგიც შესაბამისად განვითარდა. დედამ უმარტივესად გადაიტანა და მამამ ძალიან მძიმედ და ჯერ ისევ ურთულეს ეტაპზე ვართ. ჩემი მშობლები არიან ასაკში და პირველივე დღიდან ჰოსპიტალიზაცია ვარჩიე და ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადამიანის დახმარებით შევძელი ეს ყველაფერი. ვეფხვია ოდიშარია, ასე ვინმე მეიმედებოდეს თან ასეთ გადამწყვეტ მომენტებში, ძალიან ცოტა მეგულება. მადლობა მინდა გითხრა აგერ უკვე მერამდენედ გვერდში დგომისთვის. მადლობა თქვენს კლინიკას, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, მადლობა უძვირფასეს და ნამდვილად გულისხმიერ და პროფესიონალ ექიმს, მაია ჭანტურიას, მადლობა თქვენ ორს განსაკუთრებული, ეკატერინე სულუხია, დავით ხაჟომია. მამას წინ კიდევ ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს და იმედია დავძლევთ. აიცერით, ხალხო, საკუთარ თავზე და ოჯახზე გამოვცადე აცრილის და აუცრელის უდიდესი სხვაობა! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!..“