LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიბრძოლებთ, ვიდრე შედეგს არ მივიღებთ, 25 მაისს ხელისუფლებას გაცილებით მეტ ძალას ვაჩვენებთ: გოლეთიანი

82
ვარლამ გოლეთიანი

“25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ, მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე ვიდრე მივაღწევთ შედეგს,” – ამის შესახებ “ნახავანჰესის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა და თქვა, რომ აქტივისტები ღამეს კვლავ რესპუბლიკის მოედანზე გაათევენ.

გოლეთიანის თქმით, უკვე ე 210-ე დღეა იბრძვიან და იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე შედეგს არ მიიღებენ:

“25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე ვიდრე მივაღწევთ შედეგს. მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც არაერთგზის გავაჟღერეთ.” – თქვა გოლეთიანმა.

რუსთაველის ქუჩა გადაიკეტება და არ გაიხსნება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება: ვარლამ გოლეთიანი

26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან: ვარლამ გოლეთიანი

magti 5g