LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „20-მა ივნისმა დამიტოვა შიშები.. მეშინია ახლომახლო ფოიერვერკი თუ ფეთქდება.. არ შემიძლია ახალ წელს ფანჯრიდან ვიყურო“ – მაკო გომური პოსტტრავმულ პერიოდზე

352
Untitled design (3)

2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მაკო გომური, რომელმაც ერთი თვალი დაკარგა, გადაცემას „როგორ გადავრჩი“ სტუმრობდა, სადაც ფსიქოლოგიურ ტრავმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მომხდარიდან 4 წლის შემდეგ მიხვდა, რომ აქვს პოსტტრავმული სტრესი და აქტიურად აგრძელებს ფსიქოლოგთან კონსულტაციებს.

„მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის, 2021 წლის დეკემბერში სარჩელი შევიტანე. გარდა ფიზიკური დაზიანებისა, მომხდარმა ფსიქოლოგიური ტრავმაც დამიტოვა.

აქტიურად დავდიოდი ეთერებში, აქციებზე გამოვდიოდი სიტყვით და ამ ყველაფრის გამო არ მიფიქრია იმაზე, რეალურად რა მოხდა და რამხელა დაზიანების წინაშე ვიდექი.

ფსიქოლოგთანაც ვიყავი და მაშინ იმდენად არ მჭირდებოდა, რადგან შფოთვები და სტრესი არ მქონდა, შემეძლო ჩემი ემოციების მართვა, ფიზიკური სხეულის მართვა.. მაგრამ, რაც დრო გავიდა, ახლა 4 წლის შემდეგ მივხვდი, რომ მჭირდება.. პოსტტრავმული სტრესიც ეს არის, როდის ამოტივტივდება გონებაში და როდის გაგახსენებს თავს არ იცი.

20-მა ივნისმა დამიტოვა შიშები. დღემდე მეშინია ახლომახლო ფოიერვერკი თუ ფეთქდება. ახალ წელს არ შემიძლია ფანჯრიდან, რომ ვიყურო. ეს ყველაფერი მახსენებს იმ ღამეს“, – ამბობს მაკო გომური.

 

“არ მიფიქრია რამხელა დაზიანების წინაშე ვიდექი…” | მაკო გომური პოსტტრავმულ პერიოდზე

“არ მიფიქრია რამხელა დაზიანების წინაშე ვიდექი, 20-მა ივნისმა დამიტოვა შიშები” | მაკო გომური პოსტტრავმულ პერიოდზე

Posted by როგორ გადავრჩი • Rogor Gadavrchi on Saturday, November 18, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g