ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, იმ რთულ გზაზე, რომელიც დიდი წარმატების მისაღწევად არის საჭირო და ჰყვება, როგორ ემზადება მორიგი საკონკურსო ტურისთვის.
„თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად. ამდენი ხალხისგან წამოსული სიყვარული, განსაკუთრებით ქართველი ხალხისგან წამოსული, რომლებმაც სულ სხვანაირად იციან სიყვარულის გამოხატვა და მთელი გულით და სულით შენთან არიან, არ ვიცი…
უკვე მე-8 წელია, რაც ამერიკაში ვარ. ამ პროექტში გამოსვლას ვცდილობდი ჩამოსვლის შემდეგ, რაც საბუთები მოვაგვარე ყოველ წელს, დაახლოებით, 6 წელი ვცდილობდი პროექტში გასვლას, კიდევ კარგი, რომ კიდევ გავედი და გამიმართლა. ძალიან ბედნიერი ვიყავი.
დედა, მამა და ჩემი ძმაც ჭკუაზე არ არიან..
მორიგი საკონკურსო ტურში სიმღერა ვიცი, რასაც ვასრულებ. მეტს ვერაფერს გეტყვით. ჯგუფში არსებული 5-5 ადამიანიდან დარჩება 3-3 ლაივ ტურებისთვის და ტოპ 20 მონაწილიდან ტოპ 12 მონაწილე იქნება შერჩეული“, – განაცხადა ნინი ბრეგვაძემ.
ნინი ბრეგვაძის ტრიუმფი ამერიკულ “ვოისში”?ნინი ბრეგვაძის მორიგი ტრიუმფი ამერიკულ “ვოისში” და გადამწყვეტი ტური “Live” კონცერტებამდეწარმატებები Nini Iris ! ???Posted by უჩა პირმისაშვილი / Ucha Pirmisashvili on Friday, November 17, 2023