მსახიობი ლეო ანთაძე “ღამის პრაიმ ტაიმში” საუბრობს, რომ სპექტაკლში ზურიკელას როლი 600-ჯერ ითამაშა.
მისივე თქმით, ეს პროცესი არა რთული, არამედ ძალიან სასიამოვნო იყო.
“ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო ჩემთვის. თმა ადრე გამიჭაღარავდა და პარიკს ვიკეთებდი. გასვლითი სპექტაკლი გვქონდა ტყვარჩელში. გამოვედი ქუჩაში და ორი ქალი საუბრობს: რა კარგი სპექტაკლი იყოო. მეორე ეუბნება: ის პატარა ბიჭი არ მოგეწონა, სიამოვნებით ვიშვილებდიო და პირველიც დაეთანხმა. იქვე ვიდექი და კინაღამ ვუთხარი მე ვიყავი მეთქი. იმ პატარა ბიჭის ნაცვლად ჭაღარა ადამიანი შერჩებოდათ ხელში. ხშირად მესიზმრება, რომ ზურიკელას როლს ვთამაშობ, ხან ტექსტი მავიწყდება და ხან რა”, – საუბრობს ლეო ანთაძე.
ამავე თემაზე:
ვიდეო: ლეო ანთაძის, გივი სიხარულიძისა და ზურა ცინცქილაძის ცეკვა