მსახიობი ანა სანაია ამაყობს იმით, რომ მეგრელია:
„სამეგრელო ჩემთვის არის საქართველოს საფრანგეთი, ყველაფერი დიდი გემოვნებით არის, დაწყებული ეზოებით, სახლებით, ყვავილებით… სოფლების სილამაზეს ალბათ, ცალკე გადაცემა უნდა დაუთმოთ, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს, საიდან დაიწყო. ბუნება, რომელიც სამეგრელოს განასხვავებს სხვა კუთხეებისგან, ძალიან მნიშვნელოვანია. შავი ფერი, რომელიც დემნა გვასალიამ გამოიყენა და შემთხვევითი არ არის, რომ კიმ კარდაშიანსაც და სხვა ვარსკვლავებსაც მეგრულად ჩააცვა…“