LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ანა უზნაძე: „ძლიერი გრძნობა და წუხილი სიმღერაში გადავიტანე…“

594
ანა უზნაძე

15 წლის ანა უზნაძე „დღის პოსტს“ ესტუმრა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტრადიციულად მუსიკალური ოჯახი აქვს.

გარდა ამისა, მომღერალმა გაიხსენა მომენტი, როდესაც სიყვარულით იმედგაცრუებულმა სიმღერა დაწერა:

„როგორც ვმღერი, იმავენაირი ვარ შინაგანად. 10-15 საავტორო სიმღერა მაქვს, თუმცა მუდმივად უნდა იმუშაო, რომ კარგი სიმღერები შეიქმნა. ეს არის ძალიან სპეციფიკური რამ – დიდი ემოცია შეიძლება იყოს ამის წინაპირობა, რაღაც გაწუხებს ან გიხარია. ბევრჯერ მომსვლია, ავტობუსში ვდგავარ, სკოლაში და უცებ თავში მომდის რაიმე ფრაზა, ტელეფონში ვიწერ, რომ არ დაგავიწყდეს. ლექსებსაც ვწერ. ჩემს მშობლებს ვაჩვენებ ხოლმე პირველად სიმღერებს, მერე ჩემს მეგობრებს, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისთვის.

ძალიან ადამიანური და ჩვეულებრივი მომენტია, რომ ადამიანმა შეიძლება, ძლიერი განცდა იგრძნოს. ეს ბუნებრივია ნებისმიერ ასაკში. შეიძლება  ვიღაცამ თქვას, 15 წლის ასაკისთვის რა დროს სიყვარულიაო, მაგრამ ეს არის მშვენიერი და ადამიანური. მე მუსიკალურად გამოვიტანე ჩემი გრძნობები და ეს უფრო მომწონს. წუხილი მქონდა და დავმშვიდდი…“

ვიდეო – ,,ცოტა კიდევ მოითმინე გულო”: ანა უზნაძის ემოციური შესრულება – „თავისით მცვივა ცრემლები“, „საოცარი გოგო ხარ“

ვიდეო: ანა უზნაძემ ემიგრანტ დედას სიმღერა მიუძღვნა

„გელი“ – ანა უზნაძის მორიგი შესანიშნავი შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები