LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბელარუსელი სამხედროები და სპეცრაზმელები უნიფორმას ნაგავში აგდებენ

254
BeFunky-collage (58)

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ბელარუსელი ყოფილი სამხედროები და სპეცრაზმელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო და პროტესტის ნიშნად უნიფორმას ნაგვის ურნაში აგდებენ.

ვიდეოში ერთ-ერთი სამხედრო პირი, სპეცრაზმელის ფორმით ხელში აცხადებს, რომ ვეღარ იამაყებს საკუთარი სამსახურით და მას ფორმის შენახვა არ შეუძლია.

კიდევ ერთი ყოფილი სპეცრაზმელი ამბობს, რომ “სპეცრაზმის საბრძოლო საძმო” აღარ არსებობს და პროტესტის ნიშნად სამხედრო ქუდს ნაგვის ურნაში აგდებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყოფილი სამხედროები და სპეცრაზმელები არმიის სირცხვილად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ ისინი გამოიყენეს საკუთარი ხალხის დასამონებლად.

“არმიის სირცხვილია, რომ ჩვენ გამოგვიყენეს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის დასამონებლად” – აცხადებს ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე.

https://www.instagram.com/p/CDzHLTfH9l0/?utm_source=ig_embed&utm_campaign=loading

შეგახსენებთ, ბელარუსში საპროტესტო აქციები კვირიდან, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, მიმდინარეობს. პროტესტი წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის თანახამდაც, მოქმედ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 80,23%-მა დაუჭირა.

საპროტესტო აქციები და კიდევ ერთი გარდაცვლილი ბელარუსში

ოფიციალური ინფორმაციით, გასული 3 დღის განმავლობაში აქციის 2000-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. საავადმყოფოებში კი, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციების დროს დააშავებული 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები