ბლოგერი მარიამ სადღობელაშვილი Tik Tok-ზე გვიზიარებს ვიდეოს, რომელიც მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტზე წასვლამდე და ლელა წურწუმიასთან ერთად სცენაზე აქვს გადაღებული.
როგორც გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მარიამი ძალიან ბედნიერია საღამოზე დასწრებით და ქართველ პოპდივასთან ერთად შესრულებული სიმღერით.
სიმღერის დასრულების შემდეგ ლელამ მარიკოს მადლობა გადაუხადა და სთხოვა სცენაზე დარჩენილიყო, რათა ბევრ ხალხში დგომით დისკომფორტი არ შეჰქმნოდა. მომღერლის აღნიშნულმა ნაბიჯმა კონცერტზე მისული ხალხის ოვაციები დაიმსახურა.