2022 წელს შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავებული დათი ქოქრაშვილი თითქმის ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
პატარა დათის დედა სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს შვილის ვიდეოებს, სადაც დათის რეაბილიტაციის პროცესია ასახული.
„ჩემი ყოჩაღი..
მთავარია მოინდომოს და იმედია ავდგებით ეტლიდანაც საბოლოოდ ღვთის შეწევნით“, – წერს დათის დედა.
კომენტარებში ბევრ თბილ სიტყვას შეხვდებით: „შენ შემოგევლე დათი, სიცოცხლე ხარ. უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს”…„ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ დათი”.. „გფარავდეს უფალი დათი”.
ვიდეო: დათი ქოქრაშვილი მეგობრებთან ერთად კალათბურთს თამაშობს