რეჟისორი დათო იმედაშვილი და ტელეწამყვანი ანნა იმედაშვილი შვილებთან ერთად უკვე საკმაოდ დიდი ხანია, აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ახლახან ანნამ გამოაქვეყნა ვიდეო და ფოტოები უფროსი ვაჟის, პეტრეს დაბადების დღიდან.
ანნამ დაწერა:
„მეგობრებო, უდიდესი მადლობა პეტრესთვის გამოგზავნილი კეთილი სურვილებისთვის. მიხარია, რომ წელსაც ძალიან ბევრნი ხართ მისთვის კეთილის მსურველები…
განსხვავებული დაბადების დღე ჰქონდა, სამშობლოდან შორს და „ვიწრო” წრეში… ვერ წარმოიდგენთ, როგორი გულის ამაჩუყებელია თითოეული მოსალოცი სიტყვის წაკითხვა, ოკეანეს გადაღმიდან რომ არის გამოგზავნილი.
მადლობა, მადლობა, მადლობა…
პ.ს: ფოტოებს ეტყობა, ვინაა ოჯახში ფოტო-ვიდეო მიმართულების უსტაბაში…“