LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “დიდი სცენის” მარტოსული მონაწილე, რომლის მონაცემებმაც ნიკოლოზ რაჭველი აღაფრთოვანა

729
albinajanelidze

“დიდი სცენის” ჟიურის წინაშე გამოვიდა 20 წლის ალბინა ჯანელიძე, ქალაქ ქუთაისიდან. როგორც ალბინამ საკუთარი თავის წარსადგენ ვიდეოში აღნიშნა, თავს დიდხანს მარტოსულად გრძნობდა და მასთან არავინ მეგობრობდა, რადგან ბავშვობიდან სხვა ინტერესები ჰქონდა. “რაღაცნაირად მარტო ვიყავი ყოველთვის და ეს ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის. ერთ დღეს წავიკითხე მარტენ პაჟის წიგნი, “როგორ გავხდი იდიოტი” და დავინახე, რომ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც მე მინდა და არა ის, ვინც საზოგადოებას უნდა. ჩემი აზრით, მუსიკა ზოგადად, სიკეთეა”.

ალბინა ჯანელიძემ იმღერა ცნობილი ჯაზშემსრულებლის, რაშელ ფერელის ერთ–ერთი რთული კომპოზიცია I Can Explain.

როგორც ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა: “ეს არის სიხარული, რომ ასეთი მონაცემის მქონე ადამიანი დგას დიდ სცენაზე”.

რასაკვირველია, ალბინა შემდეგ ტურში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g