2022 წელს შარტავას ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავებული დათი ქოქრაშვილი თითქმის ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.
პატარა დათის დედა სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს შვილის ვიდეოებს და საზოგადოებას ემოციებს უზიარებს.
”ჩემი უძლიერესი, ჯერ სად ვართ, დრო მოვა და სულ ასკინკილით ავირბენთ კიბეებზე…მართალია არცერთი კინოთეატრი არ არის ადაპტირებული ეტლზე, მაგრამ ჩვენი სუპერ მამიკო ყველაფერს აკეთებს რომ არ აგრძნობინოს დათის თავი შეზღუდულად…ღმერთს ვთხოვ მოგვცეს ძალა, რომ კიდევ დიდხანს დიდხანს შევძლოთ ეს ყველაფერი”, – წერს ქრისტინე მამუკაშვილი.
ვიდეო: დათი ქოქრაშვილი მეგობრებთან ერთად კალათბურთს თამაშობს