მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გუშინ, ბათუმის ბულვარში ოლია პოლიაკოვასთან ერთობლივი გრანდიოზული კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
მომღერალმა სიმღერები ქართველ მუსიკოსებთან ერთადაც შეასრულა.
კონცერტზე იმყოფებოდა ჟურნალისტი მაკა რაზმაძეც, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ გაიმართა ახალი სიმღერის პრემიერაც, რომელიც ანრიმ მეგობრებს მიუძღვნა.
„ანრის კიდევ ერთი ძალიან მაგარი კონცერტი ბათუმის ბულვარზე და ახალი სიმღერის პრემიერა რომელიც მეგობრებს მოგვიძღვნა“,- წერს მაკა რაზმაძე.