ბარბარა სამხარაძე ახალ ჰიტზე, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობა მოიპოვა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
სიმღერას, რომელიც ბარბარამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
როგორც ბარბარამ აღნიშნა, სიმღერა სახელწოდებით, Ocean Side მან პანდემიის დროს, 2020 წელს დაწერა.
„ოკეანეზე რატომ დავწერე სიმღერა არ ვიცი, მაგრამ დღეს როცა ვუყურებ ამ სიმღერის შინაარსს ვხვდები, რომ თითოეული ადამიანი არის ოკეანე. იქამდე ვსწავლობთ, სადამდეც გვიშვებს. ზოგადად, აქ საუბარია ადამიანურ სიღრმეებზეც.
მინდა ვთქვა ჩემი სიმღერით, რომ ნებისმიერი ადამიანი ბოლომდე ვერ იქნება შესწავლილი…
ეს სიმღერა ვარ მე, ამ სიმღერაში ჩავდე მართლა ჩემი სიღრმე რაც მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ადამიანები ხვდებიან ამას და ბევრი მწერს,“ – აღნიშნა ბარბარა სამხარაძემ.