დათუნა სირბილაძემ ახალი კომპოზიციის პრემიერა შემოგვთავაზა, რომელიც ორ ნაცნობ ქართულ სიმღერას აერთიანებს და ის დავით მაზანაშვილის ბენდთან ერთად ჩაწერა:
„ესეც პრემიერა!
ჩემთვის და ყველასთვის საყვარელი 2 სიმღერის კოლაბორაციით კარგი ვერსია გამოგვივიდა, მგონი! დიდი მადლობა დავით მაზანაშვილის ბენდს!..
დიდი მადლობა მერაბ სანოძესა და „სანო სტუდიოს“. დიდი მადლობა პაპუნა სვანიძეს, ჩემს უფროს მეგობარს, ოჯახის წევრს, რომელმაც მასწავლა ეს სიმღერა და შემაყვარა ღრმა ბავშვობაში. იმედია, თქვენც შეიყვარებთ…
უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნულ სიმღერაზე, ჩემი პირველი კლიპის გადაღება. მოკლედ, კარგი ამბები იწყება.
ბედნიერი დღე ყველას!“
სიმღერის რადიოპრემიერა შედგება პარასკევს 17:00 საათზე ,,არ დაიდარდოს” ეთერში, გადაცემაში ,,რადიო დუეტი”.
ვიდეო: დათუნა სირბილაძემ და ნათია პერანიძემ მარიკო კვალიაშვილის სიმღერა შეასრულეს