ხვიჩა კვარაცხელიამ გაჩემპიონების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა.
ქართველი ფეხბურთელი გასახდელში ატირდა.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა, – ნეაპოლელები სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრნენ.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. კარში ხვიჩა კვარაცხელიამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
ცნობისთვის, სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.