შაბათს გადაცემა „სთორის“ სტუმარი გიორგი გილიგაშვილი იქნება.
ამის შესახებ გადაცემის ანონსიდან ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთი თემა, რაზეც გიორგი ისაუბრებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება.
„12 კვანძი ამოიღეს და 8 კვანძი აღმოჩნდა ავთვისებიანი…
არასოდეს მტოვებს ღმერთი, უნახავი…არ არსებობს ჩემთვის გადაულახავი…
მე სულ მინდოდა გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ლეგენდარულად ვარ ხალხო, ცხონება მისურვეთ ძალიან გთხოვთ, მეტი არაფერი მისურვოთ.“ – აღნიშნა გიორგი გილიგაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
მან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა.