მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი გადაცემაში “სხვა კითხვები ნიკოლოზისგან” ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ გოგოს ჩაკეტილ სახლში მორთული ნაძვის ხე დაუტოვა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ გოგოს მშობლები გაგიჟდნენ, ამასთან მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი მან გააკეთა.
“გოგო მომწონდა და ნაძვის ხე ავუტანე დაკეტილ სახლში. ისინი ბაკურიანში იყვნენ და იმხელა ნაძვის ხე მესამე სართულზე გარეთა მხრიდან ავათრიე. ჩავტეხე შუშა, მერე ის კარები გავაღე აივნის, იმ ზომის შუშა მქონდა და შემდეგ ისევ ჩავსვი. გოგოს მშობლები გაგიჟდნენ. თან ნაძვის ხე ანთებული და მორთული დავტოვე. მაშინვე თქვეს, ხომ იცი, ჟანრისგან იქნებაო. მიცნობდნენ”, – საუბრობს ჟანრი ლოლაშვილი.
ამავე თემაზე:
ვიდეო: “ხშირად მახსენდება და უხერხულად ვგრძნობ თავს” – რა აწყენინა ჟანრი ლოლაშვილმა მამას
ვიდეო: ჟანრი ლოლაშვილი: „მიყვარხარ-მეთქი, არ მითქვამს, დავავლე ხელი და წამოვიყვანე…“