LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჰერიო ბიჭებო“ ამაზე მაგარი საქართველოში არაფერი არ არის… ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით – ნადიმ ხმალაძის ემოციური მიმართვა

748
Capture321321321

რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში უკრაინიდან ემოციური მიმართვა გააჟღერა.

„დღეს ბიჭებთან ვამბობდი, რომ „ჰერიო ბიჭებო“ ამაზე მაგარი საქართველოში არაფერი არ არის…  ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით. ყველა მიყვარხართ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე.

„ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, თუმცა მას კომფორტულმა, უზრუნველყოფილმა ცხოვრებამ ხელი არ შეუშალა, იყოს საქართველოს პატრიოტი!“

ვხუმრობ ხოლმე, 150 წელი ვიცხოვრე-მეთქი. თურმე ეს 150 წელი ტყუილად მიცხოვრია იმიტომ, რომ ასეთი სითბო ჩემი ქართველი ხალხის პირველად გავიგე. ჩვენს ბიჭებს რომ დახვდნენ…

დათი რატიანი ჩემთვის ყველაზე მაგარი ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. კიდევ ბერო… უმაგრესი კაცი. ყველაფერი იყო… მას ერთი რამ ჰქონდა გულში და სულში, ეს იყო საქართველოს კარგად ყოფნა“, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, გია ბერიაშვილსა და დავით რატიანს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ

“უკრაინაში გმირულად გარდაცვლილი დავით რატიანის ოჯახისთვის 51,837 ათასი ლარი შეგროვდა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

პოპულალურები