LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილიკო სუხიშვილი: „სახიფათოა, როდესაც კლასიკისა და პოპკულტურის ზღვარზე ხარ, რომ არ გადაიქცეს კიჩად და სუვენირად…“

343
ილიკო და ნინო

ნიკოლოზ წულუკიძე ნინო და ილიკო სუხიშვილებს ესტუმრა ისტორიულ სახლში, სადაც ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ.

ილიკო სუხიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სიახლეები კეთდება, მაგრამ ბირთვი მაინც ძველი პროგრამაა:

„გავა პერიოდი, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა და დრო განახებს, გაუძლებს დროს, ტენდენციებს, აქტუალური იქნება თუ არა… პროგრამის ბირთვი არის ის, რაც გაკეთდა თავიდან. ეს იმხელა მასალაა, რომ ჩვენ დავიწყეთ ამ აშენებულზე, ამის გარეშე მთავარი აზრი იკარგება…

როცა ახალ ცეკვას ვაკეთებ, იმის ფიქრით ვიწყებ, რას არ მიიღებდნენ ილიკო და ნინო. თუ ის ბირთვი არ არის, ცარიელი ჩანს. სახიფათოა, როდესაც კლასიკისა და პოპკულტურის ზღვარზე ხარ, რომ არ გადაიქცეს კიჩად, სუვერინულად რაღაცად, სწრაფ კვებას და იყოს უფრო ქართული სუფრა. თანაც, არ დაიტვირთოს…“

ნინო:

„იაფფასიან სუვენირს არ უნდა დაემსგავსოს. ნინომ და ილიკომ ეს შეძლეს. ქართული ცეკვა აიყვანეს ისეთ რანგში, რომ მსოფლიო თეატრებმა მიიღეს, როგორც შოუ, ნაციონალური ბალეტი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები