LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილონ მასკის Neuralink-ის მიკროჩიპის საშუალებით მაიმუნი კომპიუტერულ თამაშს თამაშობს

194
monkymasl

მილიარდერი ილონ მასკი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისმა ნეიროტექნოლოგიურმა სტარტაპმა Neuralink მაიმუნის ტვინში მიკროჩიპი წარმატებით ჩანერგა, რის შედეგადაც ცხოველს მხოლოდ გონების ძალის გამოყენებით შეუძლია ვიდეოთამაშები ითამაშოს, რასაც აკეთებს კიდეც.

მასკის თქმით 9 წლის მაკაკა, სახელად პაჯერი ვიდეოთამაშებს გონების ძალის გამოყენებით თამაშობს და ამით ძალიან ბედნიერია. ამის დასამტკიცებლად Neuralink-მა ვიდეოც გაავრცელა, თუმცა კომპანია ამაზე შეჩერებას არ აპირებს. ილონ მასკის განცხადებით, ერთი თვის შემდეგ უკვე ორ მაიმუნს შეეძლება მხოლოდ გონების ძალით ეთამაშონ ერთმანეთს.

მთავარი მიზანი უცვლელი რჩება – ილონ მასკს სურს იმ ადამიანებს, ვისაც თავის და ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმის გამო გარკვეული უნარები აქვთ დაკარგული, მათ დაბრუნებაში დაეხმაროს. სტარტაპის წარმატების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სმარტფონების გამოყენებას გონების ძალის დახმარებით შეძლებენ.

კომპანია ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ტექნოლოგიის შექმნაზე უკვე მეექვსე წელია მუშაობს. Neuralink-ი 2016 წელს დაარსდა, მასკმა კომპანიაში 100 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g